აურიეთ თბილი რძე, შაქარი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი და საფუარი. კარგად მოურიეთ და დატოვეთ მანამ, სანამ კარგად არ ამოფუვდება. გახეხეთ ყველი, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში და აურიეთ. დიდ ჯამში ჩაასხით გააქტიურებული საფუარი, დაუმატეთ ზეთი, კვერცხის ცილები და მარილი. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. ცომი უნდა იყოს ნაზი და ოდნავ ეკვროდეს ხელს. მოზელილ ცომს დაუმატეთ გახეხილი ყველისა და ოხრახუშის ნაწილი და კარგად შეაზილეთ. გააჩერეთ ცომი 30 წუთის განმავლობაში, რომ ამოფუვდეს. ამოფუებული ცომი დაყავით თანაბარ ნაწილებად და გააკეთეთ ბურთულები. დაალაგეთ საცხობ ფორმაზე. თითოეულ ბურთულას შუაში ჩაუღრმავეთ (შეგიძლიათ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყო). გადაუსვით ზემოდან კვერცხის გული. დარჩენილი ყველი მოაყარეთ ფუნთუშების შუაგულში. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში (დამოკიდებულია თქვენს ღუმელზე).