კარგად გარეცხილ ახალ ვაშლს (იმდენი, რომ 5-ლიტრიან ქილაში 10 სმ თავისუფალი დარჩეს) ამოვაცალოთ კურკები (რადგან ტოქსიკურია) და დავჭრათ წვრილად. ჩავყაროთ ვაშლი 5-ლიტრიან შუშის ქილაში ისე, რომ ზემოდან დაახლოებით 10 სანტიმეტრი თავისუფალი დარჩეს. დავამატოთ 3 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და შევავსოთ წყლით (არ გავავსოთ პირამდე, რომ დუღილის დროს არ გადმოვიდეს). ქილას ხუფის ნაცვლად დავაფაროთ მარლა. ვურევთ ხის კოვზით დღეში რამდენჯერემ. დაახლოებით 2 კვირაში, როდესაც ხილი დაბლა წავა (აღარ ამოდის) და "დაღვინდება", დავაცადოთ კიდევ 5 დღე, რის შემდეგაც გადავწურავთ. გადაწურულ სითხეს ისევ მარლას დავაფარებთ და ვდებთ ბნელ, გრილ ადგილზე. პერიოდულად ვამოწმებთ – ნალექის გაკეთებისას ხელახლა გადავწურავთ. როდესაც თეთრი ნადები გაჩნდება (ძმრის დედა), რომელიც ძირს წავა და გაასუფთავებს სითხეს, მხოლოდ ამის შემდეგ ვაფარებთ ხუფს. პროდუქტი სრულად მზად არის და იხმარება 4 ან 6 თვის შემდეგ. მანამდე ღვინო უფროა ვიდრე ძმარი. ყოველ წელს ვიყენებ მწნილებში, სალათებში, დასალევად. შეიძლება 10 დღე დალიოთ 10 დღე არა, ან ყოველდღე. 200 გრ გადადუღებულ ცივ წყალში ვხსნი 1 ჩ.კ ძმარს, ვსვამ ჭამის შემდეგ, დღეში ერთხელ. დაძინების წინ არ დალიოთ. 2 საათით ადრე მიიღეთ. არ შეიძლება ვისაც წყლული აქვს. არ გამოიყენოთ დაძმარებამდე, ძმარი რომ გაკეთდეს დრო უნდა. უწყლოდ ვისაც გსურთ, დააბლენდერეთ და იგივე წესებით დაელოდეთ. ძალიან ცოტა გამოვა და მე წყლით მირჩევნია ისედაც ცოტაა წყალი ქილაში.