გასუფთავებულ და დაჭრილ საზამთროს კანს დაასხით 2 ლიტრი წყალი, რომელშიც გახსნილია 2 სუფრის კოვზი სოდა. გააჩერეთ 4 საათი. დროის გასვლის შემდეგ, მასა კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, რათა სოდის გემო სრულად გაქრეს. აადუღეთ 2 ლიტრი წყალი და 2 კგ შაქარი. სიროფში ჩაყარეთ მომზადებული საზამთროს მასა და ადუღეთ 1 საათი დაბალ ცეცხლზე. გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ მურაბა მთელი ღამით. დილით კვლავ წამოადუღეთ და კვლავ დააყოვნეთ. ეს პროცესი გაიმეორეთ ორჯერ. ბოლო წამოდუღებისას დაამატეთ დარიჩინის ჩხირი, მიხაკის მარცვლები, ლიმონის ნაჭრები და ვანილი. ცხელი მურაბა გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. თუ მომზადების პროცესში სიროფი არასაკმარისი აღმოჩნდა, შეგიძლიათ ცალკე მოამზადოთ მცირე რაოდენობით სიროფი და ისე გადაანაწილოთ ქილებში.