400 გრ წითელი ოსპი კარგად გარეცხეთ და გააჩერეთ წყალში 2-3 საათით. დამბალი ოსპი გადაწურეთ, მოათავსეთ ბლენდერში. დაუმატეთ 2 კვერცხი, 4 სუფრის კოვზი მაწონი, 2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი მარილი და 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. კარგად დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაში (წინასწარ ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი). სურვილისამებრ, ზემოდან მოაყარეთ გოგრის თესლი და სელი. შედგით 180°C-ზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ მანამ, სანამ პური არ მზად იქნება.