ბლენდერში მოათავსეთ გაყინული ალუბალი, დაუმატეთ ნაღები და თაფლი (ან შაქარი) გემოვნებით. კარგად დააბლენდერეთ მასა ერთგვაროვანი, კრემისებური კონსისტენციის მიღებამდე. მიღებული მასა გადმოიტანეთ კონტეინერში და გადაანაწილეთ ნაყინის სპეციალურ ფორმებში. ჩაამაგრეთ ნაყინის ჩხირები და შეათავსეთ საყინულეში სრულ გაყინვამდე.