გარეცხეთ ბოსტნეული. წიწაკას მოაჭერით ყუნწი და გამოაცალეთ თესლი. პომიდორს მოაჭერით ზედა ნაწილი („თავსახური“) და კოვზით ფრთხილად ამოაცალეთ გული (გულსართი შეინახეთ). ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ. მოთუშეთ ზეთში, სანამ არ დარბილდება. მოხარშულ (ნახევრად) ბრინჯს შეურიეთ მოთუშული ბოსტნეული, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ. მომზადებული მასით ამოავსეთ გამოცარიელებული წიწაკები და პომიდვრები. მჭიდროდ ჩაალაგეთ ბოსტნეული ქვაბში, ზემოდან დაასხით პომიდვრის გული (რომელიც მანამდე ამოიღეთ), დაამატეთ დაფნის ფოთოლი და მარილი. დააფარეთ თეფში, რომ ბოსტნეულმა ფორმა შეინარჩუნოს, დაასხით ცოტა წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში. მირთმევის წინ მოაყარეთ ახალი მწვანილი.