დიდ ჯამში ათქვიფეთ 4 კვერცხი 150 გრამ შაქართან ერთად. კვერცხისა და შაქრის მასას დაუმატეთ 125 მლ ზეითუნის ზეთი და 250 გრამი ნაღები. კარგად აურიეთ. ნარევს დაამატეთ 4 გრამი ვანილი, 10 გრამი გამაფხვიერებელი და 250 გრამი ფქვილი. კვლავ კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. ცომის ზედაპირზე თანაბრად დააწყვეთ შუაზე გაჭრილი გარგარი და მოაყარეთ ნუშის ფანტელები. შედგით ღუმელში და აცხვეთ 180 გრადუსზე სრულ მომზადებამდე.