შვრიის ფანტელებს დაასხით რამდენიმე სუფრის კოვზი მდუღარე წყალი (ისე, რომ ოდნავ დაიფაროს). დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთი, რომ დარბილდეს. ქათმის ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი ძალიან წვრილად დაჭერით (თუ არ გიყვართ ხახვის ნაჭრები, შეგიძლიათ ხორცთან ერთად გაატაროთ). ქათმის ფარშს დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, კვერცხი, კრემ-ყველი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს. შვრიის ფანტელებს გადაუწურეთ დარჩენილი წყალი და დაუმატეთ ფარშს. შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ საფანელი. ფარში უნდა იყოს ბლანტი და ოდნავ წებოვანი (საფანელის რაოდენობა დაარეგულირეთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ტენიანია ფარში). ხელები დაისველეთ წყლით, რათა ფარში ხელზე არ მოგეკრათ, და მიეცით სასურველი ფორმა კოტლეტებს. კოტლეტები შეწვით ზეთიან ტაფაზე საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან ოქროსფერი ქერქის მიღებამდე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ კიდევ 10 წუთი, რათა კარგად "მოიხარშოს" შიგნით. რჩევა: ეს კოტლეტი ძალიან უხდება მსუბუქ გარნირს. ავტორი გვირჩევს კიტრი-ბოლოკის სალათს, თუმცა ასევე კარგი იქნება მოხარშული ბრინჯი ან კარტოფილის პიურე.