კომბოსტოს მოაცილეთ ზედა, დაზიანებული ფოთლები. დაჭერით წვრილად (სასურველია სპეციალური სახეხით ან ბასრი დანით) და გადაიტანეთ დიდ, ღრმა ჭურჭელში. სტაფილო გაასუფთავეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე ან დაჭერით წვრილ ჩხირებად. დაუმატეთ კომბოსტოს, მოაყარეთ მარილი და ხელით კარგად დაზილეთ, ვიდრე კომბოსტო წვენს არ გამოიშვებს. მიღებული მასა გადაიტანეთ 2-ლიტრიან ქილაში. კომბოსტო ფენა-ფენა მჭიდროდ ჩატკეპნეთ. მნიშვნელოვანია, რომ ქილაში ჰაერი ნაკლებად დარჩეს. ქილას ზემოდან დააფარეთ დოლბანდი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 3 დღის განმავლობაში. დღეში 2-3-ჯერ კომბოსტო ღრმად ჩხვლიტეთ დანით ან ხის ჯოხით, რათა დაგროვილი აირები გამოვიდეს და სიმწარე არ დაჰყვეს. 3 დღის შემდეგ, როდესაც დუღილის პროცესი დასრულდება, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში. თქვენი არომატული მჟავე კომბოსტო მზადაა! გემრიელად მიირთვით!