კარგად გარეცხეთ რეჰანის ფოთლები და მოათავსეთ ჯამში. დაამატეთ შაქარი და სპეციალური ხელსაწყოთი (მადლერით) კარგად დაჭყლიტეთ რეჰანი შაქართან ერთად, სანამ წვენს არ გამოუშვებს. დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ, სანამ ნაყენი არ გაცივდება. მიღებული მასა გადაწურეთ, რათა სითხე ფოთლებისგან განაცალკევოთ. გადაწურულ სითხეს დაუმატეთ ერთი ლიმონის ახალგამოწურული წვენი. (გაითვალისწინეთ, რომ ლიმონის დამატებისას სასმელი ფერს შეიცვლის მუქი მეწამულიდან მკვეთრ ვარდისფერში). ჩაყარეთ ყინულები და ლიმონის ნაჭრები დოქში და ჩაასხით მზა ლიმონათი.