ქათმის ფილეს მოაყარეთ მარინადის ინგრედიენტები, კარგად აურიეთ და დატოვეთ მაცივარში 30 წუთით. შემდეგ შეწვით ტაფაზე სრულ მომზადებამდე. პური დაჭერით კუბებად, მოასხით ზეითუნის ზეთი და წაუსვით დაჭყლეტილი ნიორი. შედგით 180°C-ზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით, სანამ არ გახდება ოქროსფერი. საცხობ ქაღალდზე პატარა გროვებად დაყარეთ გახეხილი პარმეზანი. გამოაცხვეთ 180°C-ზე 3-4 წუთი (არ დაელოდოთ გამუქებას). ზემოდან მოაყარეთ ორეგანო. სოუსი: ყველა ინგრედიენტი (იოგურტი, მდოგვი, ნიორი, ლიმონის წვენი, ვორჩესტერი, პარმეზანი) კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჯამში მოათავსეთ დაჭრილი აისბერგი, დაუმატეთ დაჭრილი ქათამი, ჩერი პომიდორი, კრუტონები და სოუსი. ზემოდან მორთეთ პარმეზანის ჩიფსებით.