მოხარშეთ მაკარონი (500 გრ), გადაავლეთ ცივი წყალი და მოათავსეთ დიდ შუშის სალათის ჯამში. დაუმატეთ დაჭრილი პამიდორი (5 ც), წითელი და მწვანე ბულგარული (2-2 ც) და წვრილად დაჭრილი ნიორი (4 კბილი). ცალკე თეფშზე კუბებად დაჭრილ ყველს (ბრინზა, 200 გრ) მოაყარეთ ორეგანო (1 ჩ/კ), მარილი გემოვნებით და მოასხით ზეითუნის ზეთი (30 გრ). ყველის შეკაზმული მასა გადაიტანეთ ჯამში. დაუმატეთ ნახევარი კონა რუკოლა და რეჰანის ფოთლები (10 ფოთოლი). კარგად აურიეთ ხის კოვზებით. უგემრიელესი და ცივი საზაფხულო სალათი მზადაა!