ზეთიან ტაფაზე გადავიტანოთ პრასი. თუ არ გაქვთ, გამოიყენეთ ხახვი და ნიორი, მოვშუშოთ შეოქროსფერებამდე. პარალელურად მდუღარე წყალში ვყრით კუბებად დაჭრილ კარტოფილს. ხახვი რომ მოიშუშება, ვუმატებთ სტაფილოს. როცა ეს მასა მომზადდება, გადაგვაქვს უკვე მოხარშულ კარტოფილთან, ვუმატებთ ბულიონის კუბს ან სუნელებს. რომ წამოდუღდება, ვუმატებთ ტარხუნას. კარგად ამოვურევთ და მზაობამდე ცოტა ხნით ადრე, ვყრით წვრილად დაჭრილ მწვანილს. მირთმევის წინ შეგიძლიათ ჩააწუროთ ლიმონი.