წვრილად დაჭერით კომბოსტო და გადაიტანეთ ჯამში. სტაფილო გათალეთ სპეციალური სახეხით (ზოლებად) და დაუმატეთ კომბოსტოს. დაჭერით წითელი და მწვანე ბულგარული წვრილ ზოლებად და დაამატეთ ჯამს. დაუმატეთ დაქუცმაცებული სალათის ფოთლები. მოაყარეთ სვანური მარილი გემოვნებით. მოასხით ახალგამოწურული ლიმონის წვენი და კახური ზეთი და ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ყველაფერი კარგად აურიეთ და სალათა მზადაა!