გათალეთ და დაჭერით 2 კგ კარტოფილი, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ხარშეთ მზადყოფნამდე. მოხარშულ კარტოფილს დაუმატეთ 100 გ კარაქი, რძე (სისქის მიხედვით) და მარილი. საბოლოო, ჰაეროვანი კონსისტენციის მისაღებად, კარგად დააბლენდერეთ აუცილებლად მიქსერით. 1 კგ დაჭრილი ფილე დაამარინადეთ 4 ს/კ ზეთში, 4 ს/კ სოიოს სოუსში, მარილსა და პაპრიკაში. დაამარინადებული ფილე მოათავსეთ ტაფაზე და შეწვით საშუალო ცეცხლზე. როდესაც ქათამი შეიწვება, დაამატეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, დააფარეთ თავსახური და შუშეთ. ჯამში აურიეთ 700 გ არაჟანი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და პაპრიკა. დაამატეთ წყალი სოუსის სასურველი სისქის მიხედვით და კარგად ათქვიფეთ. როდესაც ტაფაზე ხახვი დარბილდება, დაასხით სოუსი, დაამატეთ დაჭრილი ცოცხალი ქინძი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 2 წუთი.