თასში მოათავსეთ ფარში, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი, ქინძი, მარილი და სუნელები. კარგად აურიეთ და გააკეთეთ პატარა ზომის ბურთულები (გუფთები). ტაფაში გააცხელეთ ცოტა ზეთი და კარაქი. შეწვით გუფთები ორივე მხრიდან ოქროსფრამდე და გადმოიტანეთ თეფშზე. იმავე ტაფაში, სადაც გუფთები შეიწვა, მოათავსეთ დაჭრილი ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა. მოთუშეთ ისინი. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და მუხუდო, კარგად მოურიეთ. დაუმატეთ პომიდვრის წვენი და მცირე რაოდენობით წყალი. კარგად მოურიეთ. სოუსში ჩაალაგეთ წინასწარ შეწვალი გუფთები, დაახურეთ თავსახური და თუშეთ დაბალ ცეცხლზე. მზა კერძს ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და ოხრახუში.