5 კვერცხი გამოაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. დარწმუნდით, რომ ცილაში გული არ მოყვება. ცილას დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე მანამ, სანამ კარგად არ გათქვეფთ (თუ ჯამს გადმოაბრუნებთ, ცილა არ უნდა გადმოვარდეს). დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. დაუმატეთ 150 გრამი შაქარი ულუფებად და ათქვიფეთ. როცა შაქარი კარგად შეერევა, თითო-თითოდ დაუმატეთ კვერცხის გულები და განაგრძეთ თქვეფა. გაცერით 150 გრამი ფქვილი და ნაზად შეურიეთ მიღებულ მასას (სპატულით უნდა გადაურიოთ). გადაიტანეთ ცომი საცხობ ფორმაში (ვიდეოში გამოყენებულია 22 სმ დიამეტრის ფორმა). აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა და ქვედა წვაზე, 160-170 გრადუსზე. (ვიდეოში ავტორი აცხობს 160 გრადუსზე, დაახლოებით 45 წუთი).