დაჭერით კიტრი, პომიდორი და ხახვი ისე, როგორც გიყვართ (ჯობია საშუალო ზომის ნაჭრები იყოს). გადაწურეთ სითხე ქილიდან, თინუსი კი ჩანგლით ოდნავ დაშალეთ, რომ დიდი ნაჭრები არ დარჩეს. ჯამში ჩაყარეთ ბოსტნეული, თინუსი და ხელებით დაგლეჯილი სალათის ფურცლები. მოასხით ზეთი და ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ნაზად აურიეთ, რომ ბოსტნეული არ დასრისოთ. თუ გინდათ, რომ სალათი უფრო "სადღესასწაულო" გამოვიდეს, ჩაამატეთ რამდენიმე ზეთისხილი — ძალიან უხდება თინუსს!