გაასუფთავეთ ტკბილი წიწაკა გულებისგან. ქვაბში ჩაასხით 1 ლიტრი წყალი, 1 ჭიქა ძმარი, დაამატეთ 2 ს/კ მარილი, 1 ს/კ შაქარი, შავი პილპილის მარცვლები, 1 მთლიანი ცხარე წიწაკა და 4 კბილი ნიორი. ადუღებულ მარინადში ჩაყარეთ წიწაკები და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ და გააგრილეთ. კრემ-ყველს დაამატეთ ცოტა ნივრის ფხვნილი და შავი პილპილი (გემოვნებით). აურიეთ კარგად. საკონდიტრო ტომრის დახმარებით, გაგრილებული წიწაკები შეავსეთ კრემ-ყველით. ჩაალაგეთ დატენილი წიწაკები ქილებში და დაასხით ზეთი (ზეითუნის, მზესუმზირის ან ნებისმიერი მცენარეული ზეთი). რჩევა ზეთთან დაკავშირებით: ზეითუნის ზეთი მაცივარში სქელდება, ამიტომ მირთმევის წინ ქილა ოდნავ გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. მზესუმზირის ზეთი უფრო მოსახერხებელია, რადგან ის არ სქელდება.