ღრმა ჭურჭელში ჩაასხით ცივი ნაღები და მიქსერით კარგად გათქვიფეთ მყარი მასის მიღებამდე. ათქვეფილ ნაღებში ჩაასხით შესქელებული რძე და კვლავ კარგად ათქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ წინასწარ დაბლენდერებული მარწყვი და განაგრძეთ თქვეფა, სანამ მასა ერთგვაროვან, ულამაზეს ვარდისფერ ფერს არ მიიღებს. მიღებულ კრემოვან მასაში ხის ან სილიკონის კოვზით ფრთხილად შეურიეთ წვრილად დაჭრილი ახალი მარწყვი. გადაიტანეთ ნაყინის მასა შუშის ფორმაში, ზედაპირი გადაასწორეთ, მჭიდროდ გადააფარეთ სამზარეულოს პარკი (საკვები ცელოფანი) და შედგით საყინულეში სრულ გამყარებამდე. მზა ნაყინი ამოიღეთ სპეციალური კოვზით, მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში, მორთეთ ახალი მარწყვითა და ნედლი პიტნის ფოთლებით.