დაგვჭირდება ორი ცალი კვერცხი, ცილები და გულები ცალკე... კარგად მოვურიოთ, მოვურიოთ, დავუმატოთ 60 მილილიტრი რძე, ვანილი და ვიწყებთ ფქვილის დამატებას, ფქვილი გვჭირდება ესეც 60 გრამი. ასე კარგად გავთქვიფოთ და მასა მზად არის. ახლა გავთქვიფოთ ცილა, მწიკვი მარილი... და გათქვიფეთ, ამას ვამატებ ნაწილ შაქარს... ახლა ჩვენი ბეზე ნახეთ როგორი მყარია, გავაერთიანოთ ეს ორი მასა. თუ მასა გაგითხელდათ, შეგიძლიათ ისევ გათქვიფოთ ერთი ცალი კვერცხის ცილა და დაუმატოთ, ეს ხრიკი იქ მასწავლეს. ახლა გაცხელებულ ტაფას წავუსვათ ცოტა ცხიმი და სკუპით ამოვიღებ ახლა აი ასე. დავაფაროთ თავსახური და ახლა გადატრიალების დროა. აი ასეთი ჩვენი პანკეიკები მზად არის.