მომზადება: კვერცხი და მარილი კარგად აურიეთ. დაამატეთ წყალი. ნელ-ნელა ჩაყარეთ ფქვილი და ბოლოს დაუმატეთ ზეთი. ცომი აუცილებლად გაწურეთ/გააცერით, რომ გლუვი იყოს. გააცხელეთ ტაფა და დაასხით ერთი საწვნე ცომი. შეწვით თხელი ბლინი მხოლოდ ერთი მხრიდან დაახლოებით 30 წამი. შიგთავსის მომზადება: ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ. დაამატეთ ფარში და კარგად შეწვით. როდესაც წყალი დაშრება, დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი. შემდეგ დაუმატეთ ტომატის სოუსი, მდოგვი და სუნელები. დატოვეთ კიდევ 2 წუთით - შიგთავსი მზად არის. აწყობა: ბლინი მოათავსეთ შემწვარი მხრიდან მოათავსეთ 1 ს/კ შიგთავსი და ფრთხილად გადაახვიეთ. შეგიძლიათ ნაწილი გაყინოთ ან მაშინვე შეწვათ ორივე მხრიდან გაოქროსფერებამდე.