პირდაპი ტაფაში, (თუ ამის საშუალებას იძლევა) ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. დაამატეთ ოთახის ტემპერატურის რძე და ზეთი, კარგად აურიეთ. მშრალი ინგრედიენტები: ნარევს დააცერით ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და ვანილი. მოურიეთ ერთგვაროვანი, "პრიალა არაჟნისებური" მასის მიღებამდე. თუ მასა ჯამში მოამზადეთ, გადაიტანეთ ცხიმწასმულ ტაფაში. დააფარეთ მჭიდრო თავსახური (ეს მთავარი პირობაა!). დადგით ყველაზე დაბალ ცეცხლზე და აცხვეთ 25-30 წუთი. თავსახური არ ახადოთ პირველი 20 წუთი! მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. მინანქარი: სანამ ბისკვიტი ცოტას გაგრილდება, თბილ ნაღებში გახსენით შოკოლადი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მოასხით მინანქარი თბილ ნამცხვარს, რომ უკეთ შეიწოვოს და გახდეს უფრო ნოტიო. თუ თქვენს თავსახურს პატარა ნახვრეტი აქვს ორთქლისთვის, აჯობებს ის ხელსახოცით ამოქოლოთ ან თავსახურს შიგნიდან ტილო შემოახვიოთ – ასე ბისკვიტი უფრო მეტ ტენიანობას შეინარჩუნებს და ზემოდანაც იდეალურად გამოცხვება.