პირველ რიგში ბროკოლს ვრეცხავთ კარგად სოდაში და ადუღებულ წყალში, შემდეგ კარგად დავწურავთ და მსუბუქად დავბრაწავთ ტაფაზე. დავჭრით ინგრედიენტებს, გადავურევთ სოუსში (სოუსის ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ) და მივიღებთ უგემრიელეს სამარხვო სალათს. ბროკოლის დაბრაწვისას შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი სეზამის მარცვლები – ეს სალათს დამატებით ტექსტურას და აღმოსავლურ ელფერს შესძენს.