წინასწარ ვახურებთ ღუმელს 200 გრადუსზე. კრემ-ყველს დაუმატეთ შაქარი, ვანილის პასტა და გააერთიანეთ ერთიან მასამდე. შემდეგ ნელ-ნელა ვამატებთ გათქვეფილ კვერცხს და ისევ ვაერთიანებთ მიქსერით. ამის შემდეგ დაუმატეთ მაღალ პროცენტიანი ნაღები, სიმინდის სახამებელი და ერთიან მასამდე მიიყვანეთ. პერგამენტ ჩაფენილ საცხობ ყალიბში გადავასხათ ჩიზი. მე გამოვიყენე საცერი, რადგან მთლიანად კრემიანი მასა გადამეტანა. ასე უფრო ნაზი გამოდის, ზედმეტი ნაწილაკების გარეშე. ვაცხობთ 60 წუთს 200 გრადუსამდე, სანამ ზედაპირი არ გახდება მუქი ყავისფერი. ვაცივებთ ჩიზქეიქს ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ კი შედგით მაცივარში 6 საათით. თითო ნაჭერ ბასკურ ჩიზს მოაყარეთ შაქარი და გარელკით გააკეთეთ მისი კარამელიზაცია. გემრიელად მიირთვით! თუ გსურთ, რომ გული უფრო "მოძრავი" და კრემოვანი დარჩეს, შეგიძლიათ ცხობის დრო 5-10 წუთით შეამციროთ, თუმცა 200 გრადუსზე 60 წუთი მას კარგად სტაბილურს გახდის.