პურის ნაჭრები მოათავსეთ ტოსტერში ან ტაფაზე, სანამ ოქროსფერი და ხრაშუნა არ გახდება. გათალე ავოკადო, ჩაჭყლიტე ჩანგლით, დაამატე ლიმონის წვენი, ცოტა მარილი და კარგად აურიე. ლიმონი ავოკადოს ფერს უნარჩუნებს, რომ არ გაშავდეს. ტაფაზე დაასხი ცოტა ზეთი და შეწვი კვერცხი ისე, რომ გული თხელი დარჩეს (ე.წ. „გლაზოკია“). პურის ნაჭრებს სქლად წაუსვი ავოკადოს მასა, ზემოდან ფრთხილად მოათავსე შემწვარი კვერცხი.მეტი არომატისთვის შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ ცოტაოდენი სეზამის მარცვლები ან დაფხვნილი ფეტა (ყველი).