ოსპი დავალბოთ 4-5 სთ. გადავუწუროთ წყალი, გავრეცხოთ და დავდგათ მოსახარშად კარტოფილთან, ხახვთან და სტაფილოსთან ერთად. ყველაფერი კარგად რომ მოიხარშება დავაბლენდეროთ, შევაზავოთ მარილით, ნივრით, პაპრიკით და პიტნით. თუ გსურთ, რომ სუპი უფრო ჰაეროვანი და ნაზი გამოვიდეს, დაბლენდერებისას შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი ან კარაქი (თუ სამარხვოზე არ ხართ). პიტნა სჯობს ბოლოს, დაბლენდერებულ მასაში შეურიოთ, რომ სიმწვანე და ცოცხალი არომატი მაქსიმალურად შეინარჩუნოს.