გაცხელებულ ტაფაზე დავბრაწოთ ქათამი ზეთთან და კარაქთან ერთად. დაბრაწვის შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი სოკო, სოკო წვენს რომ დაიშრობს დავუმატოთ დაბლენდერებული ან გახეხილო ხახვი, დავაჭყლიტოთ ნიორი და შევბრაწოთ ერთად, გემოები რომ გაუჯდეს. ამის შემდეგ მოვასხათ ნაღები და მოვაყაროთ ქონდარი, ძალიან უხდება. მარილი და პილპილი არ გვავიწყდება. პიურე მე შევაზავე კარაქით, რძით და მარილით. კარგად ამოვზილოთ, დავასერვიროთ და მივირთვათ გემრიელად! რჩევა: ხახვი რომ სოუსში საერთოდ არ იგრძნობოდეს და მხოლოდ არომატი დატოვოს, დაბლენდერების შემდეგ შეგიძლიათ მცირეოდენ კარაქში კარგად "მოშუშოთ", სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.