ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილი ერთმანეთში აურიეთ. დაამატეთ არაჟანი და გამდნარი კარაქი, მოზილეთ რბილი ცომი და გააჩერეთ მაცივარში, სანამ გულსართს მოამზადებთ. ვაშლი გახეხეთ. თუ ძალიან წვნიანია, ოდნავ გაწურეთ. დაამატეთ ხაჭო, სიმინდის სახამებელი, ვანილი, ლიმონის ცედრა, თაფლი და ქიშმიში აურიეთ. ცომი გამოიღეთ, გაყავით 14 ნაწილად და გააბრტყელეთ. მოათავსეთ გულსართი და გადაახვიეთ ისე, როგორც კადრშია ნაჩვენები. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე. აცხვეთ 170°C-ზე დაბრაწვამდე, დაახლოებით 30–40 წუთი. ბოლოს მოაფრქვიეთ შაქრის ფანტელი.