ძალიან ცოტა ზეთში მოვშუშოთ გასუფთავებული, დაჭრილი ღორის ხორცი. წვენს რომ გამოუშვებს და ცოტას დაიშრობს, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი. ხახვი რომ მოიშუშება, დავუმატოთ კარტოფილი და დავასხათ ადუღებული წყალი, ისე რომ ხორცი დაიფაროს. ვადუღოთ, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება და მხოლოდ ამის შემდეგ დავამატოთ პომიდორი და ტომატ პასტა. ისევ ვადუღოთ 3-4 წუთი შევაზავოთ მარილით, პილპილით და ბოლოს დავუმატოთ მწვანილი. დავახუროთ თავზე და 2წთ გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე. კერძი მზადაა!