ღვიძლი და თავისივე ქონი დაჭერით წვრილად. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოათავსეთ ქვაბში. დაასხით ღვინო, დაამატეთ დაფნის ფოთოლი და შუშეთ მანამ, სანამ სითხე არ ამოშრება. შემდეგ კარგად დაბრაწეთ საკუთარ ცხიმში. დაასხით ტომატიანი ცხელი წყალი. დაამატეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი (ავტორის რჩევით, ხახვის ამ ეტაპზე დამატება კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს). ბოლოს ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (ქინძი, ნიახური), დაფქვილი ქონდარი და დანაყული ნიორი. ერთხელ წამოადუღეთ და კერძი მზადაა! ყაურმა განსაკუთრებით უხდება ცხელ მჭადს ან შოთის პურს.