ფინიკს მოაცილეთ კურკა, დაასხით მდუღარე რძე და გააჩერეთ 30 წუთი. დააბლენდერეთ ფინიკი რძესთან ერთად ერთგვაროვან მასამდე. დაამატეთ კვერცხი და ზეთი, კარგად აურიეთ. ცალკე აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილი(თუ ფხვნილის სახითაა) შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ მასას. ბოლოს დაამატეთ დაჭრილი ნუში. ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 170°C-ზე 35–40 წუთი. პატარა რჩევები იდეალური შედეგისთვის: ნუშის მომზადება: ნუში შეგიძლიათ ოდნავ მოხალოთ ტაფაზე დაჭრამდე, ეს კექსს უფრო მკვეთრ არომატს მისცემს. ტემპერატურა: ეცადეთ, კვერცხი იყოს ოთახის ტემპერატურის, რათა მასა უკეთ შეიკრას. გაფორმება: ვინაიდან კექსი უშაქროა, ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა მეტი ნუში ან სერვირებისას მიირთვათ თაფლთან ერთად.