ნაღები ავთქვიფოთ მაღალ სიჩქარეზე, დავუმატოთ მოხარშული შესქელებული რძე, ვანილი და კარგად გადავურიოთ ერთმანეთს. სავოიარდის ჩხირები ამოვავლოთ რძეში და გადავიტანოთ ფორმაში. ზემოდან გადავუსვათ კრემი და ეს პროცესი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ (სულ ორი ფენა). ორთქლზე გავადნოთ შავი შოკოლადი ცოტაოდენ რძესთან ერთად და მიღებული მასა ნამცხვარს ზემოდან თანაბრად გადავანაწილოთ. დესერტი რამდენიმე საათით მოვათავსოთ მაცივარში. მიირთვით გემრიელად!