კვერცხი და შაქარი გათქვიფეთ გათეთრებამდე (მიქსერით მაღალ სიჩქარეზე). დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის რბილი კარაქი და კარგად აურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. ერთმანეთში შერეული ფქვილი და გამაფხვიერებელი ეტაპობრივად ჩააცერით მასას და დაბალი სიჩქარით შეათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ წინასწარ დაჭყლეტილი ბანანი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ. ცომი გადაიტანეთ მაფინის ფორმებში. სურვილისამებრ, ზემოდან მოაყარეთ შოკოლადის ნატეხები (ბანანისა და შოკოლადის ტანდემი საუკეთესოა!). გამოაცხვეთ 180°C-ზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი და გაახარეთ ოჯახის წევრები. მაფინები გამოდის ძალიან ჰაეროვანი და გემრიელი!