ხორბალი კარგად გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავასხათ წყალი. დავდგათ მოსახარშად. თუ ხორბალმა წყალი მოხარშვამდე დაიშრო, დავამატოთ თბილი წყალი და განვაგრძოთ ხარშვა. მოხარშული ხორბალი (თავისსავე წვენში) კარგად შევფუთოთ პლედში და დავტოვოთ მთელი ღამით. მეორე დღეს მასა ოდნავ შევათბოთ დაბალ ცეცხლზე (ეს დაგვეხმარება შაქრისა და თაფლის ადვილად გახსნაში). დავამატოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი, კარგად ავურიოთ და მივირთვათ.