ცომის მომზადება: თბილ წყალში გავხსენი მარილი, შაქარი, საფუარი და ხუთი წუთით დავაყოვნე. შემდეგ დავამატე გაცრილი ფქვილი, წინასწარ ათქვეფილი კვერცხი და მოვზილე ნაზი (ჩვილი) ცომი. ბოლოს ცომი ზეთით გადავზილე და ერთი საათით სითბოში დავასვენე. გულსართის მომზადება: 2 კგ მოხარშულ კარტოფილს დავუმატე 500 გრ გახეხილი ყველი. რადგან ყველი მარილიანი და შედარებით მაგარი (ხმელი) იყო, მარილი აღარ დამიმატებია, მხოლოდ პილპილით შევაზავე. მომზადების პროცესი: ცომი დავყავი 100-გრამიან გუნდებად.თითოეულში მოვათავსე 1 სუფრის კოვზი კარტოფილისა და ყველის მასა.მივეცი ღვეზელის ფორმა და კიდევ 5 წუთით დავაყოვნე, რომ კარგად გაფუებულიყო.ბოლოს შევწვი ბლომად ზეთში. გამოდის ძალიან რბილი და უგემრიელესი!