გვჭირდება კარგი ხარისხის ნიგოზი, არ უნდა იყოს მწარე. კარგად უნდა მოხალოთ ნიგოზი, არ ვჭრით. შემდეგ გადაგვაქვს დაფაზე და საბრტყელები ჯოხით კარგად დავამტვრიოთ. ქვაბში ჩავასხათ თაფლი, დავამატოთ შაქრის პუდრა და ავადუღოთ. ვურევთ ძალიან ნელა დაბალ ცეცხლზე და რომ ადუღდება ჩავაყაროთ ნიგოზი. შემდეგ კარგად მოვურიოთ და ცოტა ხანი ერთად ვშუშოთ. შემდეგ გადმოვიტანოთ სველ დაფაზე და გავაბრტყელოთ.