შიგთავსი: 250გრ მოხარშული შესქელებული რძე (შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯემიც). ჯამში გადავიტანოთ თბილი რძე, შაქარი, მარილი და საფუარი. დავაყოვნოთ 10 წუთი. დავუმატოთ კვერცხი, გამდნარი და გაგრილებული კარაქი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი კარგად. დავასვენოთ თბილ ადგილას მინიმუმ 1 სთ. კარგად რომ ამოფუვდება გავყოთ 8 ნაწილად, გადავიტანოთ შიგთავსი, მივცეთ სასურველი ფორმა და გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე, სადაც კიდევ ერთხელ უნდა ავაფუოთ (20-30წთ) გადავუსვათ კვერცხი და ვაცხობთ 20 წუთი 180 C-ზე.