გავასუფთავოთ თევზი (ხამსა), გავრეცხოთ და მოვათავსოთ ჯამში. დავჭრათ ხახვი (თხელ ნახევარრგოლებად) და ქინძი (წვრილად). შემდეგ შევურიოთ ეს ყველაფერი თევზს. დავჭრათ ლიმონი (ან გამოვწუროთ მისი წვენი). მოვასხათ ლიმონის წვენი, ძმარი და ზეთი. შემდეგ დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შემდეგ უკვე ყველაფერი ნაზად ავურიოთ ერთმანეთში.