ჯამში მოვათავსოთ გოგრის პიურე.ცალკე თბილ წყალში გავხსნათ შაქარი,მარილი,კარდამონი და საფუარი,კარგად მოვურიოთ და შევურიოთ ერთმანეთს.დავუმატოთ ზეთი და ნელ ნელა ვუმატოთ ფქვილი.ფაფუკი ცომი უნდა მოვზილოთ .შეიძლება ფქვილის დამატება დასჭირდეს.ცომი ზეთიანი ხელებით მოვამრგვალოთ,მოვათავსოთ ჯამში,შევფუთოთ და დავაცადოთ ამოსვლა.დროის გასვლის შემდეგ ჩავზილოთ ცომი და მოვათავსოთ ფორმაში.მე კექსის ფორმა გამოვიყენე.ცომს კიდევ ერთხელ ვაცდით ამოსვლას.ვაცხობთ ღუმელში ,პურის ცხობის რეჟიმზე,190 გრადუსზე 55 წთ.გარედან ხრაშუნა კანით და შიგნით ფუმფულიკა გოგრის არომატით,უგემრიელესი პურიც მზად არის.ძალიანმოუხდა დილის საუზმეს,კარაქით და თაფლით.