მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში მოხარშეთ წიწილა. პირველი ნახარში არ გადაასხათ. მოაქაფეთ, შემდეგ გადმოდგით, გააგრილეთ და დაჭერით ნაჭრებად. ნახარში ცალკე ამოიღეთ და ოდნავ გააგრილეთ. ხახვი მოშუშეთ კარაქში, სანამ ოქროსფერ ფერს არ მიიღებს. შემდეგ დავნაყოთ ნიორი. ცალკე ჯამში ათქვიფოთ 2 ცალი კვერცხი, დაუმატეთ 2 სკ ძმარი და 2 სკ ფქვილი და ეტაპობრივად დავამატოთ შეგრილებული ქათმის ნახარში, შემდეგ კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შემდეგ ხახვი გადავიტანოთ ქვაბში და დავამატოთ მარილი. წვენი კარგად რომ გაცხელდება დავიწყებთ მორევას და ეტაპობრივად გადავიტანთ კვერცხიან მასას. ადუღებულ წვენში არ გადაიტანოთ, რადგან შესაძლოა აიჭრას. შემდეგ ქვაბში გადაგვაქვს ქათმის ნაჭრები, ნიორი ქინძი და ვადუღებთ 2 ან 3 წუთი. გემრიელად მიირთვით!