ქათამი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და დაბრაწეთ ზეთში მაღალ ცეცხლზე. შემდეგ დავუწიოთ გაზს და დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. კარგად მოვთუშოთ 5 წუთის განმავლობაში და ამის შემდეგ დაბლენდერებული პომიდორი დავუმატოთ. შემდეგ ისევ დავახუროთ თავზე და წამოვადუღოთ 5 წუთით და დავუმატოთ ნიგვზის პასტა (ნიგვზის პასტა: ნიგოზსს დაუმატეთ ადუღებული წყალი და ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ სანამ არ მიიღებთ ერთიან მასას). ასევე უნდა დავუმატოთ სუნელები, მარილი და ძმარი. ასევე დავამატოთ წყალი გასათხელებლად. შემდეგ ისევ დავახუროთ თავზე და 5 ან 10 წუთი კარგად ვადუღოთ და ბოლოს დავამატოთ დაჭრილი ქინძი და მივირთვათ გემრიელად.