კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ. დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და ვურიოთ მასის გაერთიანებამდე. ხელით გავაკეთოთ პატარა ბურთულები და მოვათავსოთ პერგამენტ დაფენილ საცხობ ლანგარზე ერთმანეთისგან დისტანციით, რადგან ზომაში მოიმატებს. სველი კოვზით ცოტა გავაბრტყელოთ ზემოდან. ვაცხოთ 200 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთი.