3 კგ წიწაკა მოვკრიფე ბაღჩიდან, 2 დღე ჰაერზე დავტოვე. თავები წავაჭერი, კარგად გავრეცხე და მჭიდროდ ჩავაწყვე ქილაში. 3 ლ წყალში ჩავყარე 300 გრ მარილი, ავადუღე და გავაცივე. გამზადებული მარილიანი წყალი დავასხი წიწაკას, ზედ დავადე სიმძიმე. 10–12 დღის შემდეგ გადავიტანე სხვა ჭურჭელში და თავისივე წვენი დავასხი. რჩევა: ქილებში აუცილებლად მჭიდროდ ჩაალაგეთ, რომ არ იტივტივოს. სიხრაშუნისთვის სურვილისამებრ დანის წვერით ლიმონმჟავაც შეგიძლიათ დაამატოთ.