დავჭრათ ხახვი და ზეთში მოვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ მრგვლად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ 20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ჩავამატოთ გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და სურვილის შემთხვევაში ცხარე წიწაკაც. ცალკე, პამიდორი კანიანად დავაბლენდეროთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და წამოვადუღოთ დაახლოებით 30 წუთით. როცა პამიდორი ადუღდება, მასში ჩავამატოთ სტაფილოს და წიწაკის შემწვარი მასა, დავუმატოთ დაფქული ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილები (ქინძი, ოხრახუში, რეჰანი), მარილი გემოვნებით და ვადუღოთ კიდევ 30 წუთით. როცა მასა მზად იქნება, ცხელ მდგომარეობაში გადავიტანოთ წინასწარ მომზადებულ ქილებში, დავახუროთ თავსახურავები და სტერილიზაცია ჩავუტაროთ 20–25 წუთის განმავლობაში.