600-800 გრ ხორცი გარეცხეთ, დაასხით წყალი და აადუღეთ. ადუღების შემდეგ წყალი გამოუცვალეთ. ცალკე მოშუშეთ 1 თავი ხახვი, დაამატეთ 1 ცალი დაბლენდერებული პომიდორი ან ტომატის პასტა. 2 ცალი საშუალო ზომის დაჭრილი კარტოფილი გადაიტანეთ ქვაბში. 5 წუთის შემდეგ დაამატეთ 1/2 წვრილად დაჭრილი კომბოსტო, კიდევ 5 წუთის შემდეგ გახეხილი სტაფილო და ჭარხალი. ჭარხლის დამატების შემდეგ ბორში უნდა ადუღოთ დაბალ ცეცხლზე, რათა ფერი არ დაკარგოს. კიდევ 5 წუთის შემდეგ სურვილისამებრ დაამატეთ 1 ცალი ბულგარული წიწაკა. მზადების დასრულებამდე 2 წუთით ადრე დაამატეთ დაჭრილი კამა, ოხრახუში, ნიორი და მარილი. მიირთვით გემრიელად