ქვაბში მოვათავსოთ ღვინო და ასანთის დახმარებით ალკოჰოლი ამოვქაროთ, დავუმატოთ ალუბალი, რომ ადუღდება, დავუმატოთ ხახვი, ნიორი, სანელებლები, ქინძი, ვადუღოთ დაახლოებით 5წთ და დავაბლენდეროთ. შემდგომ წვრილ საცერში გავატაროთ რომ რბილობი არ გაყვეს, შემოვდგათ გაზზე, დავუმატოთ შაქარი და სიმინდის სახამებელი, სასურველი კონსისტენციის მიღებისთვის. გავაციოთ და მოვასხათ შემწვარ ქათამს და მივირთვათ გემრიელად