წიწაკა და ნიორი კარგად უნდა გავრეცხოთ და შევაშროთ. შემდეგ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასაში დავამატოთ სუნელები: უცხო სუნელი, დაფქული ქინძი, პაპრიკა, ყვითელი ყვავილი და დაფქული კამის თესლი, რომელიც მართლაც განსაკუთრებულ და გემრიელ არომატს სძენს. დავამატოთ მარილი გემოვნებით და კიდევ ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში. თუ ნაკლებ მარილს იყენებთ, მასა მაცივარში შეინახეთ, რათა არ გაფუჭდეს. ასპირინის დამატების შემთხვევაში კი შეგიძლიათ შეინახოთ ჩვეულებრივ მშრალ ქილებში. თუ ასპირინის გარეშე ამზადებთ, აუცილებელია ქილები და თავსახურები წინასწარ გაასტერილოთ.