კარტოფილს ვრეცხავთ კანიანად, ძალიან კარგად და შემდეგ ვჭრით გრძელ ნაჭრებად. ვასხავთ ცივ წყალს და შემოვდგავთ გაზზე რომ წამოდუღდება ვადუღებთ 5 წუთით და გადავწურავთ, დაელოდეთ რომ გაშრეს საწურზე და შემდეგ ვუმატებთ სუნელებს. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე, მე გამოვაცხვე 250 გრადუსზე, მხოლოდ ზედა წვით 30 წუთი.