ტაფაზე გავაცხელოთ კარაყი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მეოთხედებად დაჭრილი სოკო და მოვშუშოთ 5 წთ. დავასხათ ღვინო, დავუმატოთ დაჭრილი ლორი, ნაღები და 5 წუთი ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. პარალელურად მოვხარშოთ პასტა შეფუთვაზე მოცემული წესის მიხედვით, გადმოვიტანოთ სოუსთან, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ოხრახუში.